აშენდი აგრო
hr.geვეტერინარი ექიმი
თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
აშენდი აგრო აცხადებს ვაკანსიას: ვეტერინარი ექიმი (სასაკლაოს ხარისხის კონტროლის მიმართულებით)
ძირითადი მოვალეობები:
დაკვლის პროცესის ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლი;
ცხოველებისა და მიღებული ხორცის მდგომარეობის შეფასება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ხორცისა და სუბპროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი;
საწარმოო პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
საწარმოო პერსონალის მიერ ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი;
შეუსაბამობების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ვეტერინარული და ხარისხის კონტროლის დოკუმენტაციის წარმოება;
HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ვეტერინარული განათლება;
ვეტერინარ ექიმად მუშაობის გამოცდილება;
სასაკლაოზე ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლისა და ხორცის ხარისხის შეფასების ცოდნა;
HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ashendi.com
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.