ბიდი პლიუსი (Compact)
hr.geმძღოლის დამხმარე
თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ჰიგიენური ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
შპს "ბიდი პლიუსი" აცხადებს ვაკნსიას მძღოლის დამხმარე პოზიციაზე ქ. თბილისი.
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლ.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ფუნქცია-მოვალეობები:
შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან;
სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ჩამოტვირთვა;
სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით პროდუქციის მითვლა;
ავტომობილის მართვა (გამონაკლის შემთხვევებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
B - კატეგორიის მართვის მოწმობა; (სასურველია)
სასაქონლე ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
შრომისმოყვარე
პასუხისმგებლიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი პლიუსის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.