მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Mycorner.ge

hr.ge

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
Mycorner.ge ეძებს გაყიდვების მენეჯერს Mycorner.ge უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც წლებია ექსკლუზიური მოდელით მუშაობს. ერთ სივრცეში ვთავაზობთ კლიენტებს ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას და საერთაშორისო სტანდარტით შეფასებას. რას გთავაზობთ: მაღალ საბონუსე სისტემას; ექსკლუზიურ ობიექტებს, რაც ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას და მეტ დახურულ გარიგებას; სრულ იურიდიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას – თქვენ მხოლოდ გაყიდვაზე იქნებით ფოკუსირებული; მარკეტინგულ მხარდაჭერას; პროფესიულ განვითარებას და ზრდის შესაძლებლობას; მეგობრულ გუნდს და კომფორტულ გარემოს. სამუშაო პირობები: მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N44; გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:30–18:00 (1 საათი შესვენება); გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. თქვენი ამოცანები: კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია; საკუთარი კლიენტების ბაზისა და ობიექტების პორტფელის შექმნა; მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა. ვის ვეძებთ: გაქვთ მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში; გაქვთ უმაღლესი განათლება ან ხართ ბოლო კურსის სტუდენტი; საკომუნიკაციო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას; ხართ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური. გსურთ მაღალი შემოსავალი და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა? დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.