Brand R
hr.geმოლარე-ოპერატორი
თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
განათების კომპანია ,,Brand R ’’ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება;
სალარო ოპერაციების სწორად და დროულად შესრულება;
სალაროს კონტროლი;
შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სისტემაში ასახვა;
RS.ge-ზე (შემოსავლების სამსახურის პორტალზე) საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა;
დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება და შეჯერება;
საწარმოში წარმოებული პროდუქციის პროგრამაში ასახვა;
ახალი პროდუქციის კოდების შექმნა და სისტემაში რეგისტრაცია;
წარმოებული პროდუქციის შესაბამის საწყობში აღრიცხვა და ნაშთების სწორად ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საოფისე პროგრამებისა და კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
RS.ge-ის პორტალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სიზუსტე, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
კვირაში 5 სამუშაო დღეს;
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე;
ყოველთვიური ანაზღაურება: 1,100 ლარი + ბონუსი;
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ გუნდს;
დროულ ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი №116.
ვაკანსია უკვე მოიცავს როგორც სალარო და საბუთების წარმოების, ისე პროდუქციის აღრიცხვისა და სასაწყობო ნაშთების მართვის ფუნქციებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო არხზე.Nana.kiladze@brandr.ge
გისურვებთ წარმატებას
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.