გუდვილი
hr.geHR საოპერაციო მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას HR საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;
შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის მართვა;
თანამშრომელთა როტაციის, დაწინაურების და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
შვებულების, სამუშაო დროის აღრიცხვისა და დასწრების კონტროლი ;
თანამშრომელთა შეფასებისა და ეფექტიანობის მართვის პროცესის მხარდაჭერა;
თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარება;
მენეჯერების კონსულტირება ადამიანური რესურსების საკითხებზე;
HR ანგარიშგების მომზადება და HR მეტრიკების მონიტორინგი;
თანამშრომელთა პრობლემების მართვა და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
ადამიანური რესურსების შერჩევის და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის #1;
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OwQfFtsc
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.