მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

საქართველოს ბანკი

hr.ge

ბექ-ოფისის მოლარე - საღამოს ცვლა

თბილისიბოლო ვადა 30 ნოე 2026
სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს; ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში; უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას; ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში; აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ; მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-tbilisi-sagamos-cvla-tbilisi-VJApE9?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2026.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.