მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მზიური

hr.ge

საწყობის მენეჯერის თანაშემწე

ქუთაისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ. ქუთაისში ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი fitpass დაზღვევა მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა პუნქტუალურობა გუნდურობა დეტალებზე ორიენტირებულობა ძირითადი მოვალეობები: უზრუნველყოს საწყობის თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი და მათი საქმიანობის კოორდინაცია; აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა; აკონტროლოს საწყობში საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესები; უზრუნველყოს საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი; სისტემატურად აკონტროლოს საწყობში არსებული საქონლის ვარგისიანობის ვადები და ვადების მიხედვით საქონლის განლაგების სისწორე; აკონტროლოს საქონლის შენახვის პირობებისა და დადგენილი სასაწყობო სტანდარტების დაცვა; უზრუნველყოს საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება; აკონტროლოს საწყობში საქონლის სწორად განლაგება და სასაწყობო სივრცის ეფექტიანი გამოყენება; უზრუნველყოს დაზიანებული, ვადაგასული ან სხვა მიზეზით რეალიზაციისთვის უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება; შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და კომპეტენციასთან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება’ შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

წყარო: hr.ge, jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.