მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ინტელიექსპრესი

hr.ge

უნივერსალური მოლარე - შემფასებელი

ფოთიბოლო ვადა 16 დეკ 2026
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე - შემფასებლის პოზიციაზე ფოთში. გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ადამიანებით იქმნება - ადამიანებით, რომლებსაც აქვთ განვითარების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და საერთო წარმატებაში წვლილის შეტანის მოტივაცია. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, რომელიც წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების საფუძველია. ამჟამად ვეძებთ უნივერსალურ მოლარე-შემფასებელს ფოთში, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და სურს პროფესიულ გარემოში მუშაობა. რას გთავაზობთ? კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; დამატებით 6 ტიპის საოპერაციო და სალომბარდე ბონუსებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; სამუშაო გრაფიკს - კვირაში 5 დღე, მხოლოდ დღის ცვლებში. რას მოიცავს სამუშაო? ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებას; მომხმარებლებისთვის სასესხო პირობების შეთავაზებასა და ხელშეკრულებების გაფორმებას; სალარო ოპერაციების წარმოებას; მომხმარებლების პროფესიონალურ მომსახურებასა და დადგენილი პროცედურების დაცვას. რას ველოდებით შენგან? ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილებას; სალაროსთან ან ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებას; პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და სიზუსტეს; ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და მზად ხარ ახალი პროფესიული შესაძლებლობისთვის, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი „ინტელიექსპრესში“. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fgqXQuTd

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.