მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

დამსაქმებელი

hr.ge

უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისიბოლო ვადა 15 დეკ 2026
საინვესტიციო კომპანია ურბანიკი და მის პროექტებში შემავალი ახალი სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი“ ეძებს კადრებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე! სავაჭრო ცენტრი „ვარკეთილი მოლი - ურბანიკისგან“ მალე იხსნება და გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება; საეჭვო შემთხვევებისა და ინციდენტების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა; საჭიროების შემთხვევაში, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნასამართლობის არქონა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა; ყურადღებიანობა და დაკვირვების უნარი; კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება; სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი; ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ დასაქმებას ახალ სავაჭრო ცენტრში; დროულ ანაზღაურებას; მეგობრულ სამუშაო გარემოს; სამუშაო გრაფიკსა და პირობებზე შეთანხმებას. სამუშაო ადგილი: ვარკეთილი მოლი, თბილისი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით: +995 557 28 04 87 info@vm.ge შემოუერთდი ვარკეთილი მოლის გუნდს!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.