დამსაქმებელი
hr.geგაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი
ბათუმიბოლო ვადა 15 დეკ 2026
ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ვაკანსია: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
დისტანციური გაყიდვების, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;
მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
რთული და არასტანდარტული მომხმარებლების შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
გაყიდვების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;
გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სატელეფონო, ონლაინ ან სხვა დისტანციური არხებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ლიდერობისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: people.selection@outlook.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი – ბათუმი.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.