მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბს/2 ჯორჯია

hr.ge

POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი

თბილისიბოლო ვადა 15 დეკ 2026
,,ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის პოზიციაზე. "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია). ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი. გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 12:00-21:00. აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია: ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება; ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება; მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება. პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები: უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით); საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას; კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას; საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევას; საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას; Fitpass ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t9jXtdEc გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.