თოდუას კლინიკა
hr.geინფექციის კონტროლის მედდა
თბილისიბოლო ვადა 15 დეკ 2026
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინფექციის კონტროლის მედდა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას):
სასურველია ინფექციის კონტროლის მიმართულებით სერტიფიკატის ფლობა;
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
კლინიკაში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, შესრულების ზედამხედველობა და მონიტორინგი.
ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროცესის კოორდინირება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი;
ინფექციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
სამედიცინო პერსონალის მიერ ხელების ჰიგიენის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორიგნი;
დეზინფექციის, სტერილიზაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესების მონიტორინგში მონაწილეობა;
სამედიცინო პერსოალის ინფორმირება და ინსტრუქტაჟი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე;
ინფექციის კონტროლის საკითხებზე ეპიდემიოლოგთან და კლინიკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა.
დანატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.13; ლუბლიანას 21; იაკობ ნიკოლაძის 10.
სამუშაო სპეციფიკა: პოზიცია ითვალისწინებს კლინიკის სხვადასხვა ფილიალში მუშაობას, წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.
ბენეფიტები:
TODUA CARES - უფასო სამედიცინო მომსახურება;
Fit Pass;
სახელფასო დანამატი;
ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4WAx7Cib
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.