GOLD WAY GROUP
hr.geლოგისტიკის მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 15 დეკ 2026
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული კოორდინაცია
პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
გადაზიდვების ოპტიმალური მარშრუტებისა და ტარიფების მოძიება, შეთავაზებების მომზადება;
საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი;
ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი დატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;
საბაჟო ბროკერებთან, ტერმინალებთან და აგენტებთან კოორდინაცია;
ოპერაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
სავალდებულო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
გადაზიდვების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
Incoterms-ისა და საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი წესების ცოდნა;
უცხოელ პარტნიორებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
სამედიცინო დაზღვევა;
Fitpass
თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/logistikis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.