მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Wilbour Holding

hr.ge

ბარისტა

თბილისიბოლო ვადა 30 ნოე 2026
Wilbour Holding-ი 2026 წლის შემოდგომაზე თბილისში, ირაკლი აბაშიძის #30-ში BRØD the Bakery-ს ახალ ობიექტს ხსნის! Wilbour Holding-მა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი) და სხვა. პირველი BRØD the Bakery ჩვენმა გუნდმა 2025 წელს ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გახსნა. ამჟამად ჩვენს ორივე ლოკაციაზე გვაქვს ბარისტას ვაკანსიები, შემდეგი პირობებით: სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #67: სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 2/2-ზე განრიგი, 12-საათიანი ცვლები თვიური საშუალო ანაზღაურება: 1300 ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი, ირაკლი აბაშიძის #30: სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 5/2-ზე განრიგი, 6-საათიანი ცვლებ თვიური საშუალო ანაზღაურება: 950 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით, მენიუს ცოდნა ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით სენდვიჩებისა და მსგავსი მცირე კვების პროდუქტების მომზადება, მათ შორის პროდუქციის დაჭრა/დამუშავება/შეფუთვა პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი, სტუმრების გამასპინძლება შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში ობიექტის სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით ანგარიშსწორების პროცედურების მართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა პასუხისმგებლიანობა გუნდური მუშაობის უნარები ორგანიზებულობა, დისციპლინურობა ეფექტური საკომუნიკაციო უნარები უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე rdevidze@wilbour.com აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.