არქი
hr.geხელოსანი
თბილისიბოლო ვადა 30 ნოე 2026
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ხელოსანს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
დასრულებული საცხოვრებელი პროექტების შიდა და გარე პერიმეტრზე დაფიქსირებული დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესრულება
გადაუდებელ და სასწრაფო საკითხებზე სათანადო რეაგირება
ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო სარემონტო მასალების განსაზღვრა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.