Tamari
hr.geდამხმარე ასისტენტი / შინმოვლის პროგრამაში
ქუთაისიბოლო ვადა 14 დეკ 2026
ვეძებ პასუხისმგებლიან, მზრუნველ და კვალიფიციურ სპეციალისტს 11 წლის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვისთვის, დამხმარე ასისტენტს სახელმწიფო შინმოვლის პროგრამის ფარგლებში მომსახურების გასაწევად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
დღეში 6 საათი;
კვირაში 36 საათი;
შესაძლებელია მცოცავი სამუშაო გრაფიკი, რომელიც წინასწარ შეთანხმდება დასაქმებულთან;
კვირა — დასვენების დღე.
ასევე განიხილება შესაბამისი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტის კანდიდატურა.
აუცილებელი და სასურველი უნარები:
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
არავერბალურ ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი;
ქცევითი სირთულეების მართვის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;
ძირითადი მოვალეობები
ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
თვითმოვლისა და დამოუკიდებლობის უნარების განვითარებაში დახმარება;
ბავშვის საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი აქტივობების განხორციელება;
რთულ ქცევებზე მშვიდი და უსაფრთხო რეაგირება;
ოჯახთან თანამშრომლობა და ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: barabadze_tako@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995574648787
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.