GLARROS Hotel Tbilisi
hr.geIT სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
GLARROS Hotel Tbilisi — სტუმარმასპინძლობის სფეროში პრემიუმ კატეგორიის სასტუმრო - აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის - პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
საქმიანობის სფერო:
თანამშრომლების ყოველდღიური IT მხარდაჭერა.
თანამშრომელთა ანგარიშებისა და წვდომების მართვა
კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერებისა და პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
PMS, POS, IP ტელეფონიის, IPTV და Smart TV სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა.
სასტუმროს სტუმრების Wi-Fi ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა
ვიდეოკამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი და კონფიგურაცია
მარტივი მონტაჟი, დემონტაჟი, გადაადგილება და კონფიგურაცია
ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) საბაზისო ტექნიკური გამართვა
IT ინციდენტების იდენტიფიცირება, პირველადი დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება
IT ტექნიკის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილებას, განსაკუთრებით PMS, POS, IP ტელეფონიისა და IPTV სისტემებთან შეხებას
კომპიუტერული ტექნიკისა და საოფისე მოწყობილობების გამართვის პრაქტიკული გამოცდილება
პროგრამული სისტემების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ლესელიძე, თავისუფლები მოედანი - კოტე აფხაზის ქ. 15;
სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 09:00 - 18:00
უზრუნველყოფილი კვება
ანაზღაურება: 1700/2000 GEL (NET) - გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrglarros@gmail.com / Subject / პოზიციის დასახელება - IT Specialist
მადლობა, რომ დაინტერესდით "GLARROS Hotel Tbilisi"-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია/ვაკანსია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.