გრადა დეველოპმენტი
hr.geგაყიდვების მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
გრადა ეძებს აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.
სამუშაო ადგილი
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №188
სამუშაო გრაფიკი
ორშაბათი–შაბათი, 10:00–19:00
კვირაში 5 სამუშაო დღე (კვირა დასვენების დღეა, ასევე ერთი დამატებითი დასვენების დღე კვირის განმავლობაში).
პასუხისმგებლობები
შემოსულ ლიდებზე ოპერატიული მუშაობა
დაინტერესებული მომხმარებლების დეტალური ინფორმირება
ობიექტზე ვიზიტების დაჯავშნა და დათვალიერებების ჩატარება
მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა
რეგულარული რეპორტინგი გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ
მოთხოვნები
ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
გაყიდვებში გამოცდილება იქნება უპირატესობა
კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
ანაზღაურება
შედეგების მიხედვით
ჯამური შემოსავალი: 3000–4000 ლარი თვეში
ჩვენ გთავაზობთ
შემოსავალს, რომელიც უშუალოდ თქვენს შედეგზეა დამოკიდებული
დინამიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
როგორ განაცხადოთ
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: nrekhviashvili@grada.ge
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.