2გის-თბილისი
hr.geინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 11 დეკ 2026
კომპანია „2გის-თბილისი“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ამ მიმართულებით, გამოცდილება სავალდებულო არ არის — სამუშაოს შეგასწავლით ადგილზე ჩვენი მოწვეული ტრენერი!
ძირითადი მოვალეობები:
თბილისის ქუჩებში ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება.
სპეციალურ პროგრამაში რუკაზე შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კორექტირება.
ძირითადი მოთხოვნები:
პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი;
დეტალებზე ორიენტირებულობა (რუკაზე მუშაობისას სიზუსტე უმნიშვნელოვანესია);
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
გაჯეტის გამოყენების უნარი
საორიენტაციო ნიშნების ამოცნობა (მაგალითად: პარკინგი, ეზო, მთავარი შესასვლელი)
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 5-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე (ნახევარი განაკვეთი, + დროის მენეჯმენტს მართავთ თავად)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1 100 ლარი + ბონუსი 200 ლარამდე;
2-3 თვეში თქვენი ინტერესის და მონდომების მიხედვით გაქვთ შესაძლებლობა შეიცვალოთ პოზიცია, ანაზღაურების მატებასთან ერთად, ფიქსირებული: 1 500 ლარამდე
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: info@tbilisi.2gis.ge ან დაგვირეკეთ : +995 579 40 23 28
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.