Sportsmed
hr.geადმინისტრატორი
თბილისიბოლო ვადა 10 დეკ 2026
კომპანია "Sportsmed" წარმოადგენს, პირველად საქართველოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ერთობლივ კომპლექსს. უმაღლესი კვალიფიკაციის წამყვანი სპეციალისტები: ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ვერტებროლოგები და რეაბილიტოლოგები, რომელთა მუშაობა გუნდურ პრინციპებზეა აგებული.
კომპანია " Sportsmed“ იწვევს დასაქმების მსურველებს ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო 2მრ. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი 1
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - საათიდან 18:00 - საათამდე, შაბათი 09:30-13:00 საათამდე (თვეში 2 შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე), ჯანმრთელობის დაზღვევა, მზარდი ანაზღაურება.
ფუნქცია-მოვალეობები:
პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ
შემოსული სატელეფონო ზარების მიღება
პაციენტების რეგისტრაცია; სალარო ოპერაციების წარმოება
პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.
საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
საჭირო უნარები:
ყურადღებიანი და მობილიზებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
FB: https://www.facebook.com/sportsmedlab
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@sportsmed.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ადმინისტრატორი“.
კომპანია " Sportsmed" გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.