კინგ ჯგუფი
hr.geსავაჭრო წარმომადგენელი / პრესეილერი
ქუთაისიბოლო ვადა 10 დეკ 2026
შპს "კინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოზიდვა და ქსელის გაფართოება;
არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების დროული მიღება, გაფორმება და სისტემური დამუშავება;
ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და ოპერატიული ანალიზი;
სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო წარმოდგენის უზრუნველყოფა (მერჩენდაიზინგი);
ობიექტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების დროული ამოღება;
კომპანიის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების განხორციელება ობიექტებზე;
გაწეული მუშაობის შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
B კატეგორიის მართვის მოწმობა;
უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (50 000 ლარის ღირებულების);
ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარების უნარი;
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი;
ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისას: +1000 ლარი და მეტი;
კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი);
5-დღიანი სამუშაო კვირა (დასვენება: შაბათი და კვირა).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: kingtomi2014@gmail.com ან დაგვიკავშირდით: +995 591 21 10 00
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.