მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ამბოლი

hr.ge

მექანიკოსი

ქუთაისიბოლო ვადა 10 დეკ 2026
ამბოლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსი. კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდასაქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე ქ. ქუთაისში. მისამართი: ქუთაისი, გამსახურდიას გამზირი შარტავას მე-3-ე შესახვევი #12 სამუშაო საათები: 10:00 - 19:00. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა; ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა; დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა; ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება; შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად; ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი. სასურველი უნარები და კომპეტენციები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ტექნიკური აზროვნების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.