ფოლადის სახლი
hr.geწარმოების მთავარი ბუღალტრი
თბილისიბოლო ვადა 10 დეკ 2026
რკინის მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ფოლადის სახლი” აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის “წარმოების მთავარი ბუღალტრის” პოზიციაზე, რომელიც ექვემდებარება ფინანსური აღრიცხვის ხელმძღვანელს
სამუშაო ადგილი: ვაზიანის წრესთან
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 3000 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ტრანსპორტირებას
ფუნქცია-მოვალეობები:
საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა პროგრამა BALANCE-ში
მარაგების კონტროლი და წარმოების აღრიცხვის მონიტორინგი;
შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
დებიტორ/კრედიტორების კონტროლი
ტრანზაქციების კონტროლი;
ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
გადასახადების სწორად აღრიცხვა და გადახდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი;
საგადასახადო რისკების შეფასება/მართვა;
თვის დახურვის ოპერაციების წარმოება და გუნდის წევრებთან თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის, სასურველია წარმოების სფეროში,
სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა
ექსელის პრაქტიკული ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის კარგი უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR@poladissakhli.ge
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.