მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Monte Gudauri

hr.ge

ბარმენი

ყაზბეგი · გუდაურიბოლო ვადა 9 დეკ 2026
სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. ლოკაცია: გუდაური სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა. სამუშაო განაკვეთი: სრული ხელფასი: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ბარში წარმოდგენილი სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის; გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება; პროდუქციის და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შენახვა; საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით; ბარში არსებული დანადგარების მოვლა და ინვენტარიზაცია; ბარის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ნაშთების, მარაგებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი; ბარში არსებული ზოგადი სტანდარტების დაცვა; სტუმრებისთვის მომსახურების გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ძირითადი მოთხოვნები: ბარმენად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა დეტალებზე ორიენტირებულობა გუნდურად მუშაობის უნარი პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით. გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 599 041 426

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.