მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ნუტრიმაქსი

hr.ge

ელევატორის დამხმარე ოპერატორი

თბილისიბოლო ვადა 9 დეკ 2026
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე. „ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე. ძირითადი მოვალეობები: ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში; ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა; ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება; სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა; ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება; ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი; ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება; გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას; გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული ზრდის პერსპექტივას. სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00 ანაზღაურება: 1500 ლარი კომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - https://nutrimax.selfrecruit.ge/s/PiqoN გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.