მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ტომსონი&ფრენჩი

hr.ge

სამშენებლო ინჟინერი

თბილისიბოლო ვადა 8 დეკ 2026
ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო ინჟინერი

 დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი
 
 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
 ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას. ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება; პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება; სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი; მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება; სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება; ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება სხვა სპეციალისტებთან ერთად; საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება; სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი; დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია; სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი; ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით; სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი; სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება; ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა; პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი; სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა; სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი; სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი; ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა. მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება; AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ; Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი; შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება. ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ: ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com წერილის სათაურში მიუთითეთ: „ სამშენებლო ინჟინერი – სახელი, გვარი“

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.