მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

რონიკო

hr.ge

კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 8 დეკ 2026
ოპტიკური კომპანია „რონიკო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში „რონიკო“ არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 31-წლიანი ისტორიით. იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი. პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას! გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას; ახალი პროფესიის – ოპტიკოსი – შესწავლას; პროფესიულ ტრეინინგს; კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს; ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდი; კონსულტანტის პოზიცია – დარიცხული 1400 ₾ + ბონუსი; (მინიმალური ანაზღაურება 1500₾) სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.). რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები: მაღალი პასუხისმგებლობა; პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი; მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა; ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; გაწონასწორებულობა,რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა; უცხო ენების ფლობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე , გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილისი“

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.