მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

გუდვილი

hr.ge

უფროსი მცხობელი

თბილისიბოლო ვადა 5 დეკ 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: მცხობელების ხელმძღვანელობა და მუშაობის კოორდინაცია; მენიუს დაგეგმვა, განახლება და რეცეპტურების შედგენა; მაღალი ხარისხის საკვების მომზადების პროცესის ზედამხედველობა; ნედლეულის ხარჯვის კონტროლი და მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა; სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: პურ-ფუნთუშეულის მომზადების პროფესიული ცოდნა და გამოცდილება; პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინ. 1400 ლ+ ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი, საბურთალო; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/bClv18Td გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.