გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
hr.geკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო მიმართულებით
თბილისიბოლო ვადა 5 დეკ 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, პირველი კონტაქტის დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმართვა პირველი კონტაქტიდან მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე;
ინდივიდუალური გეგმის შესრულება და შედეგების ანგარიშგება.
კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და სტაბილური კომუნიკაცია;
კლიენტის არსებული დაზღვევის პირობების, ბიუჯეტისა და პრიორიტეტების ანალიზი და შესაბამისი კომერციული შეთავაზების წარდგენა;
პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის განვითარება;
ანდერაიტინგის (UW), სამედიცინო და სხვა შიდა გუნდებთან თანამშრომლობა კონკურენტული და რეალისტური პირობების შესათანხმებლად;
ბაზრისა და კონკურენტების შეთავაზებების შეფასება და ანალიზი, ახალი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა;
პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა.
რას ვითხოვთ:
მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში;
სასურველია გამოცდილება სადაზღვევო სექტორში, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით;
კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და გაყიდვების სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
კლიენტის საჭიროებების ანალიზის, კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი;
CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
უმაღლესი განათლება; ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
დამაჯერებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მიზნის მიღწევაზე ორიენტაცია;
ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
პასუხისმგებლობა, დეტალებზე ყურადღება და გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ შედეგზე მიბმულ ბონუსს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ულიმიტო სასაუბრო დროს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FC49c
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.