გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
hr.geკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 5 დეკ 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორში (ფინანსები, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვ.);
სრულფასოვანი B2B გაყიდვების ციკლის წარმართვა: საჭიროებების ანალიზი; შეთავაზების მომზადება; პრეზენტაცია; მოლაპარაკება; კონტრაქტის გაფორმება;
არსებული კორპორატიული პორტფელის მართვა და გაყიდვების ზრდა (Upsell / Cross-sell);
ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება;
არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
მუშაობა შიდა გუნდებთან შეთანხმებული შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
პეროდული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
რას ვითხოვთ:
უმაღლეს განათლებას ბიზნესის, მენეჯმენტის ან ფინანსების სფეროში;
მინიმუმ 2-წლიან გამოცდილებას კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში დაზღვევის სფეროში;
გაყიდვების ტარგეტების შესრულების უნარს;
CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, Zoho, ან სხვა);
მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებულ უნარებს;
ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილად ფლობას.
B2B გაყიდვების სტრატეგიების და Upselling და Cross-selling ტექნიკების ცოდნას;
დეტალებზე ორიენტაციას;
დროის ეფექტურ მართვას;
ემოციურ ინტელექტს;
გუნდური მუშაობის უნარს.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ შედეგზე მიბმულ ბონუსს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ულიმიტო სასაუბრო დროს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/Ffc8Q
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.