დეილი ჯგუფი
hr.geინვენტარიზაციის სპეციალისტი
ბორჯომიბოლო ვადა 5 დეკ 2026
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ბორჯომში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ბორჯომი
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაციის ჩატარება;
ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებულ გადაცდომებზე დროული რეაგირება;
ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის პროგრამაში სწორად და ზუსტად დაფიქსირება.
მოთხოვნები:
სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან საცალო ვაჭრობის სფეროში;
Microsoft Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
მართვის მოწმობა (B კატეგორია);
პირადი ავტომობილი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
მონაცემებთან ზუსტად და სწორად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
ორგანიზებულობა და დისციპლინა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/lrrVh
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.