მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ლუმიერს ჩიმნი ქეიქი

hr.ge

მომსახურე პერსონალი / კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 22 ნოე 2026
ლუმიერსი (Lumier’s Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას მომსახურე პერსონალის / კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანია უკვე 9 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი ინგრედიენტებით დამზადებულ ჩეხურ / უნგრულ ტკბილეულს - ტრდელნიკს. პერსონალის მოვალეობები: ფილიალში მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთის მიღება; ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა, რომელსაც დიდი სიხარულით გასწავლით; მომხმარებლის სურვილისამებრ ტრდელნიკის სხვადასხვა ინგრედიენტებით აწყობა; გამოძახების სერვისების მომსახურება ფილიალში ან დახურულ სამზარეულოში; სასმელების სერვირება (ყავა, ცივი ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი, გლინტვეინი). პოზიციები ძირითად შემთხვევაში განაწილებულია თანამშრომლებს შორის, თუმცა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები: პოზიტიურობა; თავაზიანობა; ხალხთან ურთიერთობის სიყვარული; დარიჩინის სურნელის სიყვარული; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; შრომისმოყვარეობა და თვითდისციპლინა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:info@lumiers.com.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995599075258

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.