ამბოლი
hr.geმოსწავლე მექანიკოსი - სატვირთო მანქანების ელექტროობასა და ელექტრო დიაგნოსტიკაში
თბილისიბოლო ვადა 5 დეკ 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მოსწავლე მექანიკოსის პოზიციზე: სატვირთო ავტომობილების ელექტროობისა და ელექტრო დიაგნოსტიკის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (ლილო-მოლის მიმდებარედ);
სამუშაო საათები: 09:00-18:00.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, სამგორის მეტროდან.
მოსწავლე მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები:
ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა მექანიკოსის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ;
ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწადებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა მექანიკოსის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ;
ელექტრო სისტემების ინსპექტირება და დიაგნოსტიკა მექანიკოსის ზედამხედველობის ქვეშ;
ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებული ცვლადი დეტალის/მასალის შეცვლა;
ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ;
ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;
სასურველია საავტომობილო სფეროში მცირე გამოცდილება.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
აუცილებელი უნარები:
პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.