მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

SPAR Georgia

hr.ge

მაღაზიის მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 5 დეკ 2026
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით. ,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა; ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ. ,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. რას გთავაზობთ: კონკურენტული ანაზღაურება; ყოველთვიური და ლოიალობის ბონუსები; სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი; 50%-იანი ფასდაკლება კვებაზე; Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა; ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა. ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს: გუნდის ეფექტიანი მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა; სასაქონლე მარაგების მართვა; პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი; ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და კონტროლი; სალარო ოპერაციების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების, ფასმაჩვენებლების შესაბამისობისა და რეალიზაციის ვადების კონტროლი; უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა. რას მოველით შენგან: სავაჭრო ქსელში მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციას და თვითგანვითარების მაღალი მოტივაციას; გუნდის ეფექტიანად მართვას, მოტივირებას და განვითარებაზე ზრუნვას; საოპერაციო სტანდარტების დაცვას და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ! დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://spar.selfrecruit.ge/s/CJEE

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.