TEKA
hr.geტექნიკოსი
ბათუმიბოლო ვადა 4 დეკ 2026
კომპანია TEKA, პრემიუმ ხარისხის სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების გერმანული ბრენდი, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სამზარეულოს ტექნიკის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება;
სამზარეულოს ტექნიკის გეგმიური ტექნიკური მომსახურება;
ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.
მოთხოვნები:
ტექნიკური განათლება და გამოცდილება დანადგარების ექსპლუატაციაში, სერვისსა და ინსტალაციაში;
უცხო ენების ცოდნა უპირატესობაა;
მართვის მოწმობა B კატეგორია და საკუთარი ავტომობილი;
პიროვნული თვისებები:
ტექნიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარი;
პრიორიტეტების განსაზღვრისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება: 600 ლარი + გამომუშავებითი ანაზღაურება: 1000 – 2500 ლარი
პროფესიონალური და სტაბილური სამუშაო გარემო.
ჯანმრთელობის დაზღვევა.
2 კვირა ანაზღაურებადი ტრენინგი
რეგისტრაცია:
გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: admin@teka.ge თემაში (Subject) მიუთითეთ „ტექნიკოსი"
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.