სუშიკო
hr.geსუშის მზარეული
თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
რესტორანი “სუშიკო" თბილისში უკვე 2017 წლიდან გემსახურებათ. კომპანია ბაზარზე გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებითა და მიდგომებით. ჩვენი გუნდი აცხადებს სუშის მზარეულის ვაკანსიას. ქალაქ თბილისში - ვაკესა და საბურთალოს ტერიტორიაზე.
გთავაზობთ:
სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს,
დაწინაურების პერსპექტივასა და პროფესიულ ზრდას,
დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
კვებას
ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას
ფუნქცია-მოვალეობები:
სუშის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
მოთხოვნები:
მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით
კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება.
პირობები:
კონკურენტული ანაზღაურება
თვეში საშუალოდ 22 ან 23 სამუშაო დღეა, ხელფასი 1700-დან 1900 ლარამდე (net) გამოდის;
გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო , კვირაში 5 დღე.
დღის ცვლა 11:00-19:00 და საღამოს ცვლა 19:00-03:00 (ღამის საათებში მოგემსახურებათ კორპორაციული ტაქსი)
კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 598767701
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: elenekobakhidze.01@gmail.com
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.