მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ჯიემთი ჰოსფითალითი

hr.ge

შეფ-დეპარტი

თბილისიბოლო ვადა 4 დეკ 2026
"GMT HOSPITALITY" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-დეპარტი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კერძების მომზადების პროცესის ორგანიზება და კონტროლი დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად; პროდუქციის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობის კონტროლი; სექციაში დასაქმებული თანამშრომლების (დემი შეფი, კომი შეფი და სხვა) საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების (HACCP) დაცვა; ყოველდღიური წარმოების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების მოთხოვნის მომზადება; საკვების პორციების, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტაციის სტანდარტების კონტროლი; პროდუქციის დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმიზაციაზე ზრუნვა; სუ შეფისა და აღსრულებელი შეფის ინსტრუქციების შესრულება; ახალი თანამშრომლების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა; ეფექტური თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ცოდნა; HACCP-ისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა; ლიდერული და გუნდური მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; დროის ეფექტური მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; პროფესიული კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ ჩვენ: მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass-ს; კორპორატიულ კვებას; ტაქსით მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ; უფასო პროფესიულ ტრენინგებს და საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას; კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს ყველა ფილიალსა და რესტორანში. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jobs.bemor.io/s/xrermpf

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.