სადაზღვევო კომპანია ალდაგი
hr.geკორპორატიული დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
გაყიდვების გეგმების შესრულება;
კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან/და სადაზღვევო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით;
სასურველია კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
პორტფელის მართვის უნარი;
შედეგბზე ორიენტირბული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.