ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი
hr.geბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდა
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
სს ,,ვიანი" - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში 8 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების საექთნო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
საექთნო პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა და ცვლებში რესურსების ოპტიმალური განაწილება;
პაციენტთა ტრიაჟის, გადაუდებელი დახმარებისა და საექთნო მოვლის პროცესების შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ექიმის დანიშნულებების დროული და ზუსტი შესრულების კონტროლი;
ინფექციის პრევენციის, პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის მარაგებისა და მზადყოფნის კონტროლი;
საექთნო დოკუმენტაციის წარმოების სისწორისა და სისრულის კონტროლი;
საექთნო პერსონალის საქმიანობის შეფასება, პროფესიული განვითარებისა და ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საექთნო განათლება და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია;
გადაუდებელი მედიცინის ან კრიტიკული მოვლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სტაჟი;
გადაუდებელი დახმარების, ტრიაჟისა და ინფექციის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
ორგანიზებულობა, ლიდერული უნარები და სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.