CORE
hr.geოფისის მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
არქიტექტურული და საპროექტო კომპანია CORE ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
ადმინისტრაციული პროცესებისა და საჯარო უწყებებთან (მერია, არქიტექტურის სამსახური) დოკუმენტბრუნვის მართვა;
სოციალური ქსელების კამპანიებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა (მათ შორის, AI ხელსაწყოებით);
კომპანიის საპროექტო სერვისების შესწავლა, შემოსულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება/გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგის ან იურიდიულ მიმართულებას);
მსგავს სფეროში (ადმინისტრაცია, მარკეტინგი, გაყიდვები) მუშაობის გამოცდილება;
სოციალურ მედიასთან, AI პლატფორმებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
საჯარო უწყებებთან (მაგ. tas.ge) ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია);
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
სიახლეების სწრაფად ათვისებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV: coreinvest.org.ge@gmail.com
შემოუერთდით CORE-ის გუნდს!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.