გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
hr.geარასამედიცინო ზარალების სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების სპეციალისტის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
არასამედიცინო ზარალებთან დაკავშირებული ისეთი პროცესების მართვა როგორციაა: შემთხვევაზე გასვლა და სურათების გადაღება დაზიანებული ქონებისთვის საჭიროებისამებრ, განაცხადის შევსების უზრუნველყოფა, ზარალზე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება /შეგროვება, ზარალის შეფასების გადამოწმება;
ზარალის დარეგულირება;
კლიენტის ინფორმირება ზარალის დარეგულირების პროცედურებისა და ვადებთან დაკავშირებით;
რას ვითხოვთ:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას;
მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას;
დეტალებზე ორინტირებულობას;
პასუხისმგებლობის გრძნობას;
გუნდური მუშაობის უნარს;
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ულიმიტო სასაუბრო დროს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FJgCh
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.