ლა პანეტერია
hr.geმიმტანი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მიმტანი
ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ადამიანებს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად!
ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც იტალიური გასტრონომია, ხარისხიანი ინგრედიენტები და სტუმართმოყვარეობა ერთიანდება.
ლა პანეტერია არის Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და პირდაპირ იტალიიდან შემოაქვს პრემიუმ ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა გამორჩეული იტალიური პროდუქტები.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურება მენიუსა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
შეკვეთების მიღება და მომსახურების პროცესის ორგანიზება
დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალებისადმი
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
იტალიური გასტრონომიის მიმართ ინტერესი
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს იტალიური გასტრონომიისა და მომსახურების სტანდარტების შესწავლის შესაძლებლობას პროფესიულ განვითარებას სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com
გახდი ლა პანეტერიას გუნდის ნაწილი და შექმენი ჩვენთან ერთად ნამდვილი იტალიური სტუმართმოყვარეობის გამოცდილება!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.