ALUMET
hr.geსაფასადე სამუშაოების Site Manager
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების Site Manager-ის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ გამოცდილ Site Manager-ს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს მისთვის ჩაბარებულ ობიექტზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებასა და ყოველდღიურ მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ორგანიზება პროექტის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
შესრულებული სამუშაოების პროექტთან, სამუშაო ნახაზებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
ბრიგადების სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და გადამოწმება;
სამუშაო ფრონტებისა და შემდგომი ეტაპების დროული დაგეგმვა;
ობიექტის მომარაგების დაგეგმვა და საჭირო მასალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
მასალების სწორად გამოყენებისა და დანაკარგების კონტროლი;
პროექტის ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება;
ობიექტზე არსებული ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული გამოვლენა და გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია;
პროექტის მენეჯერთან და პროექტის ინჟინერთან მუდმივი კოორდინაცია;
დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან და ობიექტის სხვა მონაწილეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
ობიექტის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ანგარიშების პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება;
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და უსაფრთხოების მენეჯერის მითითებების შესრულების კონტროლი;
შესრულებული სამუშაოების ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
Site Manager-ის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი;
სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და ბრიგადების მართვის გამოცდილება;
საფასადე სამუშაოების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
Excel-ის კარგი ცოდნა;
AutoCAD-ის ცოდნა;
MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი;
ანაზღაურება — 3,000–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „Site Manager
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.