ტრანსიბერია
hr.geტრაილერის მძღოლი
თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
შპს "ტრანსიბერია"- ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე საერთაშორისო (ევროპის მიმართულებით) სახმელეთო გადაზიდვებისათვის.
ფუნქცია-მოვალეობები:
სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
საერთაშორისო გადაზიდვებისას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
აუცილებელი მოთხოვნები:
მართვის მოწმობა CE კატეგორიით
ციფრული ტაქოგრაფის ბარათი
კოდი 95 გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
სატრანსპორტო საშუალების აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
მინიმუმ რუსული ენის ცოდნა. სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
თავაზიანობა
დისციპლინირებულობა
პუნქტუალურობა
პასუხისმგებლობა
კეთილსინდისიერება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე: info@transiberia.com.ge;
მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.