მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Georgia Destination Management

hr.ge

რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი

თბილისიბოლო ვადა 3 დეკ 2026
სს “ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“, რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები: აუცილებელი მოთხოვნაა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook). სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით; შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი; (კანდიდატები განიხილებიან ტურიზმის / სასტუმროს გამოცდილებით) მოვალეობები: უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად. სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა. სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება. რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. საჭირო უნარები: კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, პრობლემური საკითხების პროფესიონალურად მოგვარების უნარი; მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი” გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.