მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ტელეკომპანია იმედი

hr.ge

მძღოლი

თბილისიბოლო ვადა 2 დეკ 2026
ტელეკომპანია ,,იმედი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული მარშრუტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო და წესებით დაცვით მართვა; თანამშრომლებისა და ტექნიკის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში მივლინებაში გამგზავრება საქართველოს მასშტაბით; საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; სატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე; აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; C კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად; საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა და დაცვა. ჯანმრთელობის დაზღვევასა და საწვავს უზრუნველყოფს კომპანია. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) 2026 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@imedi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995595051296 იმისთვის , რომ განვიხილოთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ,,მძღოლი”. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.