მეისონბეიქ-2026
hr.geგაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისიბოლო ვადა 2 დეკ 2026
შპს "მეისონბეიქ-2026", "მადამდე"-ს ბრენდის სახელით, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტებს. დღეს "მადამდე"-ს პროდუქციის შეძენა 1500-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში. პროდუქციის მიწოდება ხდება საკუტარი სადისტრიბუციო სამსახურის საშუალებით.
შპს "მეისონბეიქ-2026" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძვანელის პოზიციაზე.
გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ გაყიდვების ხელმძღვანელის მოვალეობები:
გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმარება არხების და პროდუქტების მიხედვით
დისტრიბუციისა და გაყიდვების მაჩვენებლების დაგეგმარება წლის/კვარტლის/თვის ჭრილში
გაყიდვების/დისტრიბუციის გუნდის მართვა
ქსელური რითეილერებთან ურთიერთობის ორგანიზება
გაყიდვების მონაცემების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესება
თვიური კვარტლური და წლიური რეპორტებისმომზადება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძვანელი.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.