მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ამბოლი

hr.ge

გაყიდვების კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 2 დეკ 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო საათები: 10:00–19:00 ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისთვის (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარები: მოლაპარაკების წარმოების უნარი; პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.