მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

hr.ge

შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 2 დეკ 2026
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, შემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტში. (გაყიდვების მიმართულება). სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას #16 სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ძირითადი მოვალეობები: არსებული კლიენტებისთვის ახალი გადაზღვევის პროდუქტების შეთავაზება; პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება; კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების კოორდინაცია და მიმოქცევის კონტროლი; ანდერაიტინგის განყოფილებასთან გადაზღვევის პირობებისა და ტარიფის შეთანხმება; არსებული კლიენტების გადაზღვევის პრემიების დროულად დაფარვების და დავალიანებების კოორდინაცია და კონტროლი; პოტენციური კლიენტებისთის პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება, გადაზღვევის მომსახურების გაცნობის მიზნით; პარტნიორ კომპანიებთან, კლიენტებთან, საბროკერეოებთან ურთიერთთანამშრომლობა და გადაზღვევის განხორციელების ხელშეწყობა; სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაციების მომზადება/განახლება. კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად გადაზღვევის პროდუქტების სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; გაყიდვების, დაზღვევის და/ან გადაზღვევის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; კომპანიის პროდუქტების ცოდნა. პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი; ანალიტიკური აზროვნება; ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.