მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ტუმბო

hr.ge

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 2 დეკ 2026
შპს ტუმბო აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით , როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. №19 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00; შაბათი, 09:00–15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ანაზღაურება არის დამოკიდებული კანდიდატის გამოცდილებასა და გაყიდვების უნარზე (საშუალოდ 2500-5000 ლარი)) გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი). ძირითადი მოვალეობები: სამუშაოების დაგეგმვა და ანალიზი; ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება; არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება; ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა; კორპორატიული კლიენტების მონიტორინგი; თვის ანგარიშგების მომზადება და ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სასურველია (არასავალდებულო) ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; სასურველია, არასავალდებულო ,სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; MS Office-ის ცოდნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა; მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პუნქტუალურობა; ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; ჯანმრთელობის დაზღვევას; Fitpass-ს; ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით) და დამატებით ბონუსს; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. კომპანია "ტუმბო"-ს შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@tumbo.ge გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, სიამოვნებით გაგიცნობთ! გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.